რამდენი ხანი რჩება კორონა ვირუსი ზედაპირზე – რას ამბობს გერმანიაში ყველაზე გავლენიანი ვირუსოლოგი

დროს

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვირუსოლოგი პროფესორი დოქტორი კრისტიან დროსტენი საუბრობს ყოველ დღიურ პოდკასტში კორონა ვირუსის შესახებ. 16.03.2020  მან იბუპროფინის  მოქმედებაზე და ვირუსის გამძლეობაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის რთული მიმდინარეობა დაკავშირებული იყო გამაყუჩებელი იბუპროფინის მიღებასთან. თუ გაქვსთ ინფორმაცია ამის შესახებ?

ჰო, ეს ინფორმაცია მეც წავიკითხე. მოკლედ რომ ვთქვათ არანაირი დასაბუთებული ინფორმაცია არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ეს ვირუსი ახალია, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ სხვა კორონა ვირუსებს და არ გვაქვს არანაირი ცნობა, დასაბუთებული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ იბუპროფინის მიღება რაიმეს გააუარესებს. ეს რომ ასე ყოფილიყო, უკვე დიდი ხანი გვეცოდინებოდა, რადგან ზემოთ აღნიშნული მედიკამენტი მოსახლეობაში ფართოდ გამოიყენება.

საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტრომაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. ფიქრობთ რომ საჭიროა კვლევების ჩატარება?

არა არ ვფიქრობ. ერთ სამეცნიერო ჟურნალშიც არსებობს ამ თემაზე სტატია, მაგრამ არ მგონია ადამიანები იბუპროფინის იმ დოაზმდე მივიდნენ რომ მან შემდეგ ზეგავლენა იქონიოს ვირუსზე. დღესდღეობით ვხედავ ასევე ძალიან ბევრ სპეკულაციას ვირუსის განმკურნავ პრეპარატებზე, რომელებიც საერთოდ არ არის საკმარისად გამოკლეული, ვფიქრობ სანამ რაიმე ინფორმაციას ინტერპრეტაციას გავუკეთებთ ფრთხილად უნდა ვიყოთ, არასწორი ინფორმაცია არ გავავრცელოთ.

არსებობს ისეთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელზეც გინდათ რომ ვისაუბროთ?

არსებობს ერთი კვლევა, რომელზეც მინდა ვისაუბრო. მათ გამოიკვლიეს თუ რამდენი ხანი რჩება ეს ვირუსი მაგალითად კარის სახელურზე და რამდენი ხანია იგი ინფექციური.

გულისხმობთ იმ კლევლას რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსი პლასტმასზე და მეტალზე სამი დღემდე, ხოლო ქაღალდზე 24 საათის განმავლობაში რჩება?

დიახ, მაგრამ მსგავსი კვლევები საკმაოდ რთულია ნამდვილ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ. სამწუხაროდ დღევანდელ მედიაში მიღებულია, რომ ცუდი ამბები ადვილად იყიდება, ამ შემთხვევაშიც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უბრალოდ გახანგრძლივებული დროები ჰქონდათ მითითებული. თუკი ამ კვლევას კრიტიკულად მივუდგებით ვერ ამოვიკითხავთ, ვერც ერთ კონკრეტულ რიცხვს თუ რამდენი ვირუსი გადაიტანეს ზედაპირზე, წვეთი დიდი თუ პატარა იყო. სავარაუდოთ, როგორც მიღებულია გადაიტანეს ვირუსის ერთი წვეთი ზედაპირზე, შემდეგ ეს წვეთი ისევ აიღეს და შეამოწმეს რამდენად ინფექციურია ის ზედაპირი სხვადასხვა დროის განმავლობაში და აქედან დაადგინეს, რომ 48 საათის შემდეგ ვირუსის ნაწილები ისევ ინფექციური იყო, მაგრამ უფრო ნაკლები მოცულობით. საკითხავია, ვირუსი თითზე მოხვედრის შემდეგ, როდესაც კიდევ გაზავდება კანის სითხესთან, რამდენად საშიში რჩება. სწორედ ეს უნდა ვიცოდეთ და სწორედ ამაზე უნდა გვიპასუხოს მგავსმა კვლევებმა და ექსპერიმენტებმა სიმულაციური, პანიკის შემცველი შედეგები არ უნდა გამოაქვეყნონ. მოკლედ თუ ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ ვირუსი რვიდან 24 საათამდე მოქმედებას კარგავს და არა ზედაპირის ტიპის მიხედვით, არამედ იმის გამო რომ ვირუსის წვეთი შრება. ამასგარდა საგულისხმოა ისიც, რომ რეალურ სიტუაციაში ყველაფერი სხვანაირად არის. მაგალითად როდესაც დახველებისას ხელს აიფარებთ, შემდეგ ამ ხელს კარის სახელურს მოკიდებთ, ვირუსის წვეთები იქ უფრო ჩქარა გაშრებიან ვიდრე ლაბორატორიაში რომელიმე ზედაპირზე, ასევე ჰაერში მოლივლივე ვირუსი 20 წუთი რჩება, შემდეგ კი ან შრება ან ძირს ეცემა.

იმის მაგივრად ხალხმა სხვა რამით დაიცვას თავი, როგორც არის დისტანცია, არაპირდაპირი, მოკლე საუბრები სხვებთან, დგანან და კარის სახელურებს არ ეხებიან. არ გამიგოთ არასწორად გადატანა რა თქმა უნდა კარის სახელურებისგანაც ხდება თუმცა თავის დასაცავად სხვა ბევრად მნიშვნელოვან რაღაცეებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თქვენ დისტანცია ახსენეთ, ხშირად გვთხოვენ რომ მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია დავიცვათ. აქვს ამას აზრი?

ვფიქრობ ძალიან რთულია ასე კონკრეტულად მეტრების თქმა. უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადათ დავიცვათ დისტანცია და ისეთი სიტუაციებში არ მოვხვდეთ , რასაც თვითონ ვერ ვაკონტროლებთ. მაგალითად ავტობუსში როდესაც ხართ, ძალიანაც რომ გინდოდეთ ერთ ან ორ მეტრ დისტანციას ვერ დაიცავთ. ამიტომ უკეთესი იქნება ამ დროს ველოსიპედი ან პირადი მანქანა გამოიყენოთ. აგრეთვე, თუკი რამდენიმე წამით შევხვდებით ვიღაცას და დაშორება ორ მეტრზე ნაკლებია არ არის კრიტიკული ისე, როგორც მაგალითად დაინფიცირებულის წინ ორი მეტრის მოშორებით იდგეთ და დიდი ხანი ესაუბროთ. უნდა გავითავისოთ რომ საჭიროა ადამიანების მასებს ვერიდოთ და რიცხვებზე არ დავწვრილმანდეთ.

ინფორმაცია კორონა ვირუსზე – მე-14 ნაწილი

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.