ბებიას გულის ფიქრები

29798029-sad-alte-frau-altere-frau-in-trauer-depressive-portrat-mit-faltigen-gesichtგუშინ 91 წლის გავხდი, 91 წელი ვიცხოვრე და ეს წლები ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე, გავიარე მეორე მსოფლიო ომი, სიდუხჭირე და ქმრის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. ვაჟი მარტომ დავუზარდე სამშობლოს, რაც კი მქონდა მივეცი, სიამაყით თავი მომქონდა გვარის გამგრძელებელი დავუტივე ოჯახსთქო. მეორე შვილიც კი მყავს, მაგრამ ის გოგოა, საზღვარგარეთ გავათხოვე. სულ ასე ვფიქრობდი ჩემი ყველაფერი ჩემს ბიჭს, ქალის კეთილდღეობაზე კი ქმარმა იზრუნოს თქო.

სანამ შემეძლო და ვმუშაობდი,  ვცხოვრობდი და ვარჩენდი ჩემს ბიჭს თავის ცოლთან ერთად, შემდეგ აირია ქვეყანა და 68 წლისა გამომიშვეს, ახალგაზრდები გვჭირდებიანო. რაღა მექნა დავჯექი სახლში ჩემი პენსიის ამარა.

თავიდან ყველაფეი კარგად იყო, ჩემმა რძალმა სამსახური იშოვა, ჩემი ვაჟი ძმაკაცებში ერთობოდა, ასე ამბობდა რა არის ცხოვრება თუ არ გაერთე და დრო არ გაატარე რა დაგრჩებაო, გადავიდა ცოლის ჭკუაზე, ჩემი შვილი არ იყო ასეთი. დაყიდეს ჩემი სიმწრით ნაგროვები ვერცხლის კოვზებიც კი და დაამღერეს დროს ტარებაში. მარა რას ვჩივი, თვითონ იყოს კარგად და..
რაც ასაკში შევედი მავიწყდება რაღაცეები, ხშირად ორჯერ ან უფრო მეტჯერ ვყვები ერთი და იმავე ამბავს, ეს კიდევ ჩემს შვილს არ მოწონდა. სახლში, რომ გავწმენდავდი, დავალაგებდი, გავასუფთავებდი მივუჯდებოდი ჩემს ტელევიზორს და ვუყურებდი სერიალებს, ის ორი კიდევ სულ მაგაზე მეჩხუბებოდნენ სულ სერიალებს როგორ უყურებო, აბა რა გამეკეთებინა სხვა. მოკლედ უკმაყოფილონი იყვნენ ჩემით.
ერთხელ ჩემი შვილი მთვრალი და

განერვიულებული მოვიდა სახლში, სამსახურს ვერ შიულობდა და თავისი კობრაც ეტუტუნებოდა, დამშვიდება ვცადე , გამომიქანა და ისე მლეწა ყბაში, რომ წავიქეცი, ცუდათ გავხდი. საავადმყოფოშიც კი დამაწვინეს , თვალში სისხლი ჩამექცა და  ინფარქტი დამემართა , მაგრამ ჩემს თავს რას ვჩივი, გული მიკვდება ჩემს სიმწრით გამოზრდილ შვილს იმ ქალის კლანჭებში, რომ ვხედავ.

საავადმყოფოს შემდეგ დამძიმდა ჩემი მდგომარეობა, შვილი პენსიის ფულს გადასახადებში მთხოვდა, საჭმელს კიდევ ჩუმათ ჭამდნენ ან მხოლოდ თავისთვის ყიდულობდნენ და მე მაგათ ჭამას მაყურებინებდნენ. ხშირად ისე დავწოლილვარ დასაძინებლად, რომ მთელი დღე დღეების ნარჩენი პურის მეტი არაფერი მიჭამია, ომის დროს არ მიჭირდა ასე. ხანხადახან ჩემს დამჭკნარ სახეზე სიმწრისგან ცრემლი ჩამომიგორდებოდა ხოლმე,  მაგრამ მაშინვე მოვიწმენდდი, არ შემომიღრინონ მეთქი. ისე ჩემს თავს რას ვჩივი თვითონ იყვნენ კარგად.

მერე ჩემმა რძალმა აიჩემა აღარ მინდა ბებერთან ერთად ცხოვრებაო, ეწუწუნა ჩემს შვილს, ხოდა  გამომაგდეს ჩემი მშობლების სახლიდან, ძაღლადაც არ ჩამაგდეს. სამადლოდ ნაცნობის სარდაფში შევაფარე თავი, სიბნელეში და ნესტში, პენსია საჭმელზე და წამლებზე ძლივს მყოფნის.
არ ვჩივი ჩემზე, ვიცი ჩემი ვაჟი კარგად არის.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s