კენკრის ტორტი

2016-07-22 12.19.15ცხობა, საჭმლის მომზადება, აი ის რაც ძალიან მიყვარს და სტრესისგან განტვირთვისგან ყველაზე მეტად მეხმარება. ნახვარ საათიანი დგომა სამზარეულოში და ჩემი ცუდი ხასიათიც გამოსწორებულია. ამას წინათ რაღაცეებს ვათვალიერებდი და ერთი ძალიან სიანერესო რეცეპტი ვიპოვნე, ზუსტად გრილზე მივდიოდი მეგობრებში და დესერტის მომზადება მხვდა მე წილად. ჰოდა გადავწყვიტე ეს რეცეპტი ჩემებურად მომეზადებინა რომელსაც ქვემოთ იხილავთ. 

ტორტი შედგება მომზადების სამი ნაწილისგან. საჭიროა გავაკეთოდ:
1. ბისკვიტი
2. კრემი
3. ჯემი

3. ჯემი:
მომზადება დავიწყოთ ჯემით იმიტომ, რომ ტორტის შიგთავსიდან ყველაზე ცივი ეს ნაწილი უნდა იყოს სანამ სხვა ინრედიენტებთან კონტაკქტში მოვა.
ინგრედიენტები:
– 300 გრამი ხილი, დაგვჭირდება სხვადასხვა კენკროვანი ხილი, მე შევურიე: მარწყვი, მალინა, მაყვალი, თუთა, თქვენ შეგიძლიათ ერთი სახის გააკეთოთ ან რომელიმე გამოტოვოთ.
– 100 მლ. წყალი
– 60 გრ. შაქარი
– 6 ჩკ. ჟელატინი
მომზადების წესი:
ხილი , წყალთან და შაქართან ერთად პიურედ აქციეთ, შეურიეთ ჟელატინი და წამოადუღეთ 3–5 წუთამდე. ბუშტუკებს რომ გაიკეთებს ესეიგი უკვე მზადაა და გადმოდგით შესაგრიელბლად.
მე ჩემით მოვინდომე გამეკეთებინა, ვისაც დაგეზარებათ შეგიძლიათ იყიდოთ ჯემი (პავიდლო ქვია მე მგონი ქართულად O.o), მურაბა ან საერთოდ გამოტოვოთ.

1. ბისკვიტი:d3949c91-deca-4603-ae01-696676ef544d
ინგრედიენტები: 
– 60 გრ. შაქარი
– მწიკვი მარილი
– 2 ჩკ. ცხელი წყალი
– 2 ც. კვერცხი
– 35 გრ. ფქვილი
– 50 გ. შავი შოკოლადი
– 1 შეკვრა ან 1 სკ. ვანილი
– 1 შეკვრა ან სკ. სოდა
– 1 შეკვრა ან 1 სკ. გამაფხვიერებელი ( არ ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ: 1. ჩკ. სოდას დააწვეთეთ 2–3 წვეთი ძმარი, მოშუშხუნე მასა შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. )
– 60 გრ. ნიგოზი ან თხილი ან ორივე ერთად :)
მომზადების წესი:
დაჭერით წვრილად ნიგოზი და შოკოლადი. შაქარი, მარილი, კვერცხი და ცხელი წყალი შეურიერთ ერთმანეთს და ურიეთ მანამ სანამ ერთიანი მასა არ გახდება. დააცერით ქვილი მასას და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში. (მე გამოსაცხობ რკალში ძირის გარეშე ჩავასხი, იმიტომ რომ ვთვლი ბისკვიტები ასე უფრო კარგად ცხვება, თქვენ შეგიძლიათ , ჩვეულებრივი ბისკვიტის ფორმა გამოიყენოთ ) 190° 20 წუთის განამვლობაში დაბლითა და მაღლითა ცეცხლით გამოვაცხოთ და გასაციელბლად გვერდით გადავდგათ. გაციების შემდეგ შუაში გავჭრად.

2. კრემი
ინგრედიენტები:
– 400 გრ. ნაღები
– 3 შეკვრა ან 3 სკ. ნაღების გამაფხვიერებელი
– 300 გრ. ნადუღი
– 1 ლიმონი
– 30 გრ. შაქარი
მომზადების წესი:
გახეხეთ ლიმნის კანი და გამოწურეთ ლიმნიდან წვენი. ნაღები და 2 სკ. ნაღების გამაფხვიერებელი ერთად შეურიეთ ისე, რომ ჯამის გადმობრუნებისას ნაღები არ გადმოვიდეს. დაუმატეთ ნადუღი დადარჩენილი გამაფხვიერებელი, ლიმონის ქერქი და წვენი , ასევე შაქარი, შეურიერთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს.

ახლა კი შეჯამების დროა

2016-07-21 18.29.06დასაწყისში გაკეთებული ჯემი დასხით კრემს და შეურიეთ არაერთგვაროვნად, ისე რომ ლაქებივით გამოვიდეს, როგორც ჩემს მიერ დადებულ სურათშია. ბისკვიტის ერთი ნაწილი ჩააბრუნეთ ფორმაში, დააყარეთ დაჭრილი ნიგოზი, თხილი,ხილი დაასხით კრემი, მოაყარეთ ასევე ნიგოზი თხილი და დააფარეთ მეორე ნაწილი ბისკვითი. გააჭერეთ მაცივარში 2–3 საათი, ან თუნდაც მთელი ღამე.
მოხსენით ფორმა და გააფორმეთ. შეგიძლიათ ხილით , ან შოკოლადის ბურთულებით, ან თხილებით გააფორმოთ,მოკელდ რაც თქვენს გულს გაუხარდება. მე ზემოდან შოკოლადიც მოვასხი რეცეპტს იპოვნით აქ: თხევადი შოკოლადი

შეატყობიდთ, ტორტი ძალიან ადვილი მოსამზადებელია იმათთვისაც ვისაც გამოცდიელბა არ აქვს ცხობაში და ფურორის მოსახდენად მშვენივარდ გამოდგება, როგორც იტყოდნენ ყველაფერი გენიალური მარტივია. იმედია მაქვს მოგეწონებათ და თქევნც გააკეთებთ.

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

Leave a comment

Filed under am Tisch

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s