საქართველო VS გერმანია

germany-and-georgia-flags-in-puzzle-isolated-on-white-background-g1rk5pგერმანია კარგია, ფიქრობენ ქართველები. საქართველო ლამაზია ფიქრობენ გერმანელები. განსხვავება გერმანიასა და საქართველოს შორის , როგორც მენტალიტეტის ასევე ინფრასტრუქტურას  შორის საკმაოდ დიდია. ამ პოსტში გადავწყვიტე მოგიყვეთ რა არის ძირეული განსხვავება და მსგავსება სტალინის სამშობლოსა და ჰიტლერის საამაყო ქვეყანას შორის.
ამ პოსტში გერმანიის სადიდებელს ბევრს დავწერ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ საქართველოს ვაკრიტიკებ ან ვაძაგებ. უბრალოდ ყველაფერს ისე მოგიყვებით, როგორც არის და რაღაცეებს ძალიან ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს.

და მაინც რა მოგვწონს ქართველებს გერმანიაში და გერმანელებში.

ზოგადი: 
იქიდან დავიწყებ , რომ გერმანიის მოსახელობა 20x მეტია ვიდრე საქართველოსი და ტერიტორიაც შესაბამისად თითქმის 7x დიდია, ამიტომაც საქართველოში ერთი ვუი ხშირად მთელი ქვეყნის ვუი ხდება და ჭიანჭველის სპილოდ გადაქცევაც უფრო ადვილია.

• უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომ ხედავენ : – უი რა საცოდავია და მსგავსი გამომეტყველება არ ეწერებათ სახეზე, არც სიბრალურის გრძნობას შეამჩნევ ვინმეზე.
• მანქანა  უნარ შეზღუდულების პარკინგზე რომ გააჩერო , პოლიცია მოვა და მანქანას შენიანა საჯარიმოზე გადაიტანს, ყოველგვარი ზედმეტი კაჩაობის გარეშე და კანონის მორჩილება ყოველ მოქალაქეს გათავისებული და უმეტესობამ იცის “კანონი იმისთვის არსებობს , რომ დაარღვიო” მცდარი შეხედულებაა.
• ქუჩებიც და ტრანსპორტიც  მორგებულია ნებისმიერ მშპ პირზე, იმისათვის , რომ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნონ თავი.
• არსებობს ტრანსპორტში მოქცევის კულტურა და სადგურზე ან გაჩერებაზე მოქცევის წესები:
თავიდან ვატარებთ ჩამომსვლელბს და ამის შემდეგ ავდივართ ტრანსპორტში.
• სასწრაფოსთვის გზის დათმობაზე, რომ  აღარაფერი ვთქვათ. მოსახლეობას ამაღლებული აქვს სოციალური შეგნება. მაგალითად იგივე ნაგვის დაყრის მხრივ ან სხვებთან ურთიეროტბის მხრივ.

– გემრანელბის ქვეყნის სიყვარულის გამოხატულება არის უსაზღვრო:
1. ფეხბურთის მიყვარულია ყველა, ბავშვი, დიდი, ქალი, კაცი, ტრადიციული თუ არატრადიციული  ორიენტაციის. უფრო სწორად ფეხბურთი კი არ აინტერესებთ გერმანია, რომ თამაშობს იმათ გულშემატკივრობენ. ამ პერიოდში გემრანიის ნებისმიერი ქალქი გადაჭრელებულია დროშებით და გრძნობა გაქვს იყო, რაღაც ძალიან დიდის ნაწილი. ა.კ.ა. ერთსულოვნება. 
ჩვენთან ფეხბურთი არ არის, მაგრამ ჩვენი რაგბისტები თამაშებს ისე იგებენ  ნახევარზე მეტი საქართველო ვერ იგებს. უბრალოდ ძალინა გულდასაწყვეტია.
2. ნაციონალური ტანსაცმლის ტარება.  ბაიერნში ჩემი ლექტორი ლექციაზე ნაციონალჯრი ტანსაცმლით მოვიდა. საქართველოში ლექტორი ჩოხით ან თუშური ქალამნით გარეთ, რომ გასულიყო არამც თუ ლექციაზე, წარმომიდგენია იმ საწყალს რამდენი ტალახი მოხვდებოდა.
3. რესტორანში შევედი საჭმელი შევუკვეთე და დავტოვე, ეგეთი თითქმის არ არსებობს. პირველი იმტიომ, რომ ხალხმა იცის საკუთარი დახარჯული ფულის ფასი და მეორეც იმიტომ, რომ ისედაც ძალიან ბევრი ნაგავი იყრება და ხახლი უფრთხულდება გარემოს. რა თქმა უნდა არ მაქვს ნარჩენებზე საუბარი.
4. ეგრეთწოდებული “ჩაის” კულტურა. საქართველოში მომსახურების % , რომ ვიხდით , ეს არ არის მიმტანის “ჩაი”. ზოგადათ ადამიანი, როდესაც გემსახურება და თან გყვება, მოაქვს სასმელი, გიღიმის, მოაქვს საჭმელი , შემდეგ გილაგებს გისუფთავებს და თავაზიანია მადლობას ეუბნები . ის ადმაიანი ამ ყველაფერს კიდევ შენდამი გრძნობების გამო აკეთებ, ხოლო მიმტანს თუ შეიძლება ამ ყველაფერს ნუ მოსთხოვთ და დაუტოვეთ 1–2 ლარი. არც თქვენ გაგაღარიბებს და მომსახურების ხარისხიც გაიზრდება. 
5. მოსახლეობის რაღაც ნაწილი გერმანიაშიც და საქართველოშიც ამაყობეს იმ “დიადი ბელადებით”, რომელბიც ზემოთ ვახსენე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჰიტლერით აღფრთოვანებას არ მალავენ და მოსახელობის სხვა ნაწილი მათ მორალს არ უკითახვს. ჰო ზოგადათ მორალის ამბავი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდ ადგილას იკავებს.
6. პირადი ცხოვრება გააჩნია ყველას, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა. მშობლებიც კი არ უფუთურებენ შვილის ცხვორებაში ხელებს არამც თუ ნაცნობები და მეზობლები და არავის გასარჩევი არ ხდება დასასვენებლად შეყვარებულები, რატომ მიდიან ქორწინების გარეშე და რისთვის. ადამიანები არიან ინდივიდები და აქვთ საკუთარი ცხოვრება , გათხოვება/დაქორწინების , შვიელბის ყოლის და ყველაფრის შემდეგაც. ფრაზა: “ქმარი არ მშვებს” “ვერ წამოვალ ბავშვებს ვერ დავტოვებ” “გოგოებთან ერთად უქმროდ ვერ წამოვალ” გასაკვირია და “ხია”.

 

ეკონომიკა/ბიზნესი:

“გერმანელობას გვართმევენ” ფრაზა ჯერ ასე მასიურად არ გამიგია.
• მხოლოდ ბაიერნში 28 მატარებლის კომპანიაა ( არც ვიცი ქართულად სხვანაკირად, როგორ ვთქვა). კაცმა არ იცის ვის ეკუთვნის და ვინ არის მფლობელი, ბაზარზე , რაც უფრო მეტი კონკურენტია, მით უფრო კარგი ხარისხია მომსხაურების. ამასგარდა უცხოური ინვესტიციის შემოდინება აძლიერებს , როგორც ეროვნულ ვალუტას ასევე ზრდის ხაზინას.
ჩვენთან კიდევ მტკვარი გაყიდეს, ის ჩინელებმა იყიდეს, ეს ინდოელებმა.
არ გვაქვს ბატონო ქართველებს იმდენი ფული და არც განათლება ძალიან ბევრ დარგში და როგორ გინდათ აბა იარსებოთ :/

• გერმანიაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ერთ ქუჩაზე ან ერთ ტერიტორიაზე ერთი და იგივე სახის დაწესებულების, ერთი და იმავე პროდუქტის გაყიდვა ეკრძალება. მაგ: სადგურზე თუკი არის სამი საცხობი, არ შეიძლება სამივე საცხობი იმერულ ხაჭაპურს ყიდდეს. არსებობს ბერკეტი, რომელიც სამივე საცხობს ავალდებულებს სხვადახხვა სახის ხაჭაპურის გაყიდვას.
ნუ ჩვენთან როგორ ხდება ვიცით, გაიხსნა ერთი საშაურმე მიჰყვა სოკოსავით მეორე მესამე და ა.შ. ეგეც შენი მცირე და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა.

მომავალი თაობა:

ქართველის მიერ აღზრდილი და გერმანელის მიერ აღზრდილი ბავშვი ძირეულად განსხვავდება ერთმაეთისგან. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ ერთეულებზე.

• ბავშვები მხოლოდ 6-7 წლიდან იწყებენ ტექნიკასთან ხშირ ურთიერთობას იქნება ეს აი პედი , ტელეფობი , კომპიუტერი და არ უჭირავს 2 წლის ბავშვს ტელეფონი.
• სკოლამდელი ასაკის ბავშვს აქვს თავიდანვე განსაზღვრული არა უმეტეს ერთი საათისა უყუროს ტელევიზორს. (სკოლის ბავშვსაც, არსებობს ტელევიზორზე უფრო მეტად საინტერესო რაღაცეები)
ჩვენთან კიდევ ბავშვი გასაჩუმებლად 24 საათი ტელევიზორია ჩართული.
• ყურადღება ექცევა რომელი კომპიუტერული თამაშებით თამაშობენ ბავშვები, ან რა ფილმებს უყურებს, რათა ბავსვი ტრამვირებული არ იქნას.
• ყურადღება ექცევა ბავშვის განათლებას, მხოლოდ ისე არა სკოლაში სიარული და გაკვეთილების გაკეთება, მუსიკაზე ტარება და ა.შ. ბავშვობიდან გამოიყენება სპეციალური წიგნები თუ თამაშები ბავშვის ერუდიციის ასამაღლებლად.
• განურჩევლად ასაკისა, ბავშვის წაყვანა შეგიძლია ყველგან, უნივერსიტეტშიც კი და ტრამპის არ იყოს არავინ გაგაგდებს დარბაზიდან.
• გერმანიისგან განსხვავებით საქართველოსი მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება განსხვავდება. ადამიანი, რომელიც სახლიდან მიდის ვალდებულია თვითონ იზრუნოს საკუთარ ცხოვრებაზე და მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომელებიც სარეცხის გარეცხვაში დედას ფულს აძლევენ.
ან კიდევ მშობლების სახლში ცხოვრიბენ და ქირას იხდიან.
• გერმანელი ბავშვები უფრო თავხედები და თავის თავში დარწმუნებულები არიან ვიდრე ქართველები ბავშვები.
10 წლის ბავშვმა შეიძლება ისეთი დარწმუნებით გიმტკიცოს , რომ ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს , რომ ყბა დააღო და ვერაფერი ვეღარ უთხრა.
• ყველას გააზრებული აქვს, რომ 10 წლამდე ბავში მანქანაში არ შეიძლება იჯდეს კალთაში ან სპეციალური საჯდომი სკამის გარეშე, საბარგულზე საერთოდ რომ აღარ არის საუბარი.

 

და ყველაზე მთავარი: გერმანიაში არსებობს არჩევნის უფლება, როგორც პროფესიაში ასევე შეხედულებების მიმართ. გინდა იყო გეი იქნები გეი, იყო მკერავი იქნები მკერავი, იყო ბანკირი ინქები ბანკირი და ა.შ. სახელმწიფო გიწყობს ხელს და გიდგას ვერდით. არ იყავი კარგი სკოლაში მაინც გეძლება შანსი , რომ ლოთად ან უსაქმურად არ მოკვდე.

შედარებით დიდი პოსტი გამომივიდა, და მაინც ის ყველაფერი ვერ დავწერე და არ გამახსნედა რისი დაწერაც მინდოდა, იმის მიხუედავად, რომ უკვე ორი კვირაა ამ პოსტზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა გემრანია არ არის სრულყოფილი და არასებობს ძალიან ბევრი მომენტი, რომელიც არ არის კარგი და ლამაზი. რა თქმა უნდა ეს პოსტი არის დაწერილი მასაზე, თორე მეც კი მყავს ერთი მეზობელი სპეციალურად ბიო ნაგავში პარკებს რომ ტენის, ან მეზობელი, რომელის შვილებიც მთელი დღე ტელევიზორთან სხედან.

ძალიან მინდა, რომ ბერი რაღაც შეიცვალოს და ამას უპირველესად მთავრობის მხარდაჭერა და მოქმედება სჭირდება. გქონდეს მაღალი საზოგადოებრივი შეგნება ციდან არ ვარდება, ოჯახში ისწავლება. ამიტომ მოგმართავ შენ, როგორც მომავალ დედას ან მამას.  იზრუნე იმაზე რომ შენი შვილი ვირი არ გამოვიდეს. :)

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “საქართველო VS გერმანია

  1. wqrsad

    im faqtze rom adamiani tviton ki ar irchevs orientacias aramed orientaciit ibadeba ver shevtanxmdit da ver mivedit mag dasvknamde dghemde?

    • საკუთარ თავთან გამოტყდომის მხრივ არ მითქვამს, ვთქვი საზოგადოებასთან ურთიერთბის და გამომჟღავნების მიხედვით :)
      ჩემი არჩევანია გამოვამჟღავნო ჩემი ორიენტაცია თუ დავიტოვო ჩემთვის და თუ კი ამას გავაკეთებ ხალხი , ჩემი ახლობელები , ნაცნობები ტალახის სროლას არ დამიწყებენ >.<
      ისე ამდენი რაღაც დავწერე და მხოლოდ ეგ იპოვნე ამხელა პოსტში :დ

  2. ხატია

    გეთანხმებით ყველაფერში. ნამდვილად სიმართლე წერია. გერმანიას ამხელა შტოიერები რომ არ ქონდეს Perfektი ქვეყანა იქნებოდა :-D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s