ვირის მუშა

workaholic_000015949815XSmall

ის რომ ფეოდალურ  საქართველოში აღარ ვცხოვრობთ მე მგონი არავისთვის არის სიახლე, თქვენ წარმოიდგინეთ არც ტუტანხამონის ხანის ეგვიპტელებთან ანდაც 18 საუკუნის ამერიკი კოლონიალისტებთან გვაქვს დიდი კავშირი, მოკელდ ბევრი რომ არ ვწერო და თავი არ მოგაბეზროთ გეტყვით, რომ თქვენ, საქართველოში, არ ხართ მონები !

ამ პოსტის დაწერა დიდი ხნია მინდოდა, მაგრამ რადგან თითქმის ყოველთვის მეზარება წერა , სხვადასხვა დროისთვის ვდებდი, გუშინ კი ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მომითხრო საქართველოს ბანკში მისი სამუშაო განრიგის შესახებ, შემდეგ გამახსენდა თუ როგორ მუშაობენ სხვა ადამიანები , რომელთაც ვიცნობ და ვინც გულზე მხვდება, ჰოდა ერთი ორად მომაწვა ყელში ყველაფერი ის რასაც ამ პოსტში გეტყვით.

ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან კარგად მესმის ყველასი, ვისაც მუშაობა გინდათ ამ 12,4% უმუშევრობის დროს, მაგრამ დაანებეთ თავი იმაზე ფიქრს, რომ დამსაქმებელი არის ბატონი და მისი დადგენილი წესებით უნდა იმუშოთ, იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ წინ სიბერე და უნდა გაზარდოთ მინიმუმ ორი თაობა, თაობა, რომელსაც ვერ გაზრდით თუკი ისევ ისე გააგრძელებთ ვირივით მუშაობას და დაუტოვებთ დამსაქმებელს იმის საშუალაებას , რომ გამოგიყენოთ.  ასე თუ ისე ცხოვორბთ ქვეყანაში სადაც არსებობს კანონი (რომელიც შესასწორებელი და გადასახედია), რომლის დაცვაც პირველ რიგში დამსაქმებელს ევალება, მაგრამ რადგან დამსაქმებელი არის მოგებაზე ორიენტირებული მანქანა სულ არ ადარდებს თქვენი ამბავი, როდესაც თქვენს სანაცვლოდ სხვას აიყვანს. (დამსაქმებელი, ჯერ თანამშრომლებზე რომ უნდა ზრუნავდეს და შემდეგ მომხმარებელზე საქართველოსთვის ახალი და არარსებული ხილი მგონია, ყოველ შემთხვევაში ჯერ პრაქტიკაში მე არ განმიცდია). ამასგარდა თითეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოს ის რისი უფლებაც აქვს და თუ ერთი ადმაინაი სამსახურიდან კანონის შეუსრულებლობის გამო წამოვიდა მეორე ვირის მუშად არ უნდა დაუდგეს იგივე ფიზიკურ/იურიდიულ პირს .

13 ივნისის შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ახალგაზრდებს შეგვიძლია ბევრი ფუნდამენტური პრობლების გარდაქმნა და სასიკეთოდ შეცვლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს , რომ იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

აქვე კი მინდა დავურთო რამენიმე ძალიან მნიშვნლეოვანი პუნქტი იმ ჩემი მეგობრისთვის (და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სხვა ადამიასნითვის)

საქართველოს კანონის შრომის კოდექსის მე–14 მუხლის I პუნქტის თანახმად:

“დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.”

ამასგარდა აქვე მინდა დავძინო, რომ ამავე კოდექსის მე–20 მუხლის II პუნქტის მიხედვით “დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.” 

ამავე კოდექსის 22–ე მუხლი I პუნქტი:

“დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

ეს კი თავად კოდექსი თუკი მთლინად მოინდომებთ, რომ გადახედოთ:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567

 

მე იმედს ვიტოვებ, რომ რამეს შეცვლით არა მხოლოდ თქვნთვის, არამედ მოამვალი თაობებისთვისაც, რომელბმაც საქართველოში უნდა იმუშაონ და ეს მთავრობები პანტა–პუნტით, რომ იცვლებიან იქნებ ვინმემ მაინც იზრუნოს ან იდარდოს ამაზე ….

 

 

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s