München – I ♥ you

ქალაქში ტურისტად მოხვედრილს ადვილად აღგაფრთოვანებს ყველა ის ღირშესანიშნაობა , რომელიც შენ თვალს მოხვდება, შეგაწუხებს უაზრო მოწესრიგებულობა და სიძვირე. გამრჯობათ, თქვენ ბაიერნში, მიუნხენში იმყოფებით.

წინა პოსტს , რომ ვწერდი, მიუნხენზე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ შეშლილ ქალაქში ვიცხოვრებდი.

როგორც წესი, ეს კვირა დღეც ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორც სხვა წინამორბედები, მაგრამ

ახლა , ღამის 11°° ვდგავარ მიუნხენის მთავარ სადგურზე და გავყურებ წითელი შუქნიშნებით განათებულ რელსებს, ვწერ დიდ ყვითელ ხელსახოცზე, იმიტომ რომ წერა მომინდა და ფურცელი ვერ ვიშოვე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარს ველოდებოდი ოდეოსნპლატცზე. ტელეფონი დამიჯდა და უკმაყოფილოდ გამოვიძრე ყურსასმენები ყურებიდან, “აი ვერ ვიტან რა ქალაქის ხმას!” , თუმცა ჩემს გასაკვირად საიდანღაც შოსტაკოვიჩის ვალსის ხმა მომესმა, რომელიც მთვარის შუქით ნახევრად განათებულ Feldherrnhalle–ს უფრო მყუდროს ხდიდა. სიმშვიდე, სიწყნარე და შოსტაკოვიჩის ვალსი ედებოდა ჩემს ყურებს , გავყურებდი ორ უზარმაზარ ლომს და ვფიქრობდი, ჩემთვის:

“ბედნიერეი ვარ , რომ აქ ვარ სადაც ვარ !”

აქ მცხოვრებლ უცხოელს სულ წერა უნდა უნდოდეს, იმდენი რამ ხდება, მით უმეტეს თუ ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ , სადაც ყველაფერი უკვრით, აღშფოთებთ და შურთ. ნატვრის ახდენის შესაძლებლობა, რომ მქონდეს აუცილებლად ვინატრებდი ისეთივე “ცივები” ვყოფილიყავით, როგორც გერმანელები არიან.

თბილი ამინდი, წყლის ხმა, ღამე და მოსაყოლი ისტორია შესანიშნავი წინაპირობაა იმისა, რომ მეგობართან ერთად ინგლისურ ბაღში გაისეირნო. იზარის ერთ–ერთ პატარა შენაერთთან ორი ბიჭი შევნიშნეთ სერფინგებით, ლაპარაკში გართულებმა არც კი მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ მიახლოვებულებს პირი დაგვრჩა ღია, სერფერებით იყო გავსებული იქაურობა და “ტალღებს იჭერდნენ”. არც კი ვიცოდი, რომ მიუნხელში, სადაც არც ზღვაა და არც ოკეანე, სერფინგი შეიძლებოდა. გავყურებდი მათ და ვხვდებოდი, რომ ეს არის ქალაქი, სადაც შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა, შეგიძლია იცხოვრო ისე, როგორც გინდა და რაც ყველაზე მთავარია შეიძლება გიყვარდეს და აკეთო ის საქმე , რომელიც გარშემო პირობებში საერთოდ არ ჯდება.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s