აფხაზეთი …


იქ არის ერთი ქალაქი ესტონეთში, რიგა, ვარ იქ ნამყოფი მაგრამ ზღვა არ მომწონს იმიტომ რომ მღვრიეა.. ლამაზი ქალები ყავთ პრიბალტიკელებს.. ისეთი ლამაზი , რომ ვერ ვესვრი.. სნაიპერი ვიყავი აფხაზეთში.. ხო კაცებს ვკლავდი.. აბა ქალებს ვერ ვესროდი და.. 41 მყავს მოხსნილი… ერთი მეგობარი მყავდა, დათო მიმინოშვილი, არა მეგრელი კი არ არის უბრალოდ მიმინოშვილია რა.. ბასგიტარისტია, ერთად ვიყავით სოხუმში… დღეს დილით ქალი გამოვიდა და ნაგავში გიტარა გადააგდო, მე კიდევ ავიღე და ჩემ მეგობარს მივუტანე, იმან გავმართავო.. ის ქალი არის დებილი, იდიოტი 200 ლარიანი ნივთი გადააგდო.
კუკურუზნი თვითმფრინავით, კოპიტნარიდან.. სოხუმში მივდიოდით, 10 კაცი ეტევა სულ.. გავიხედე ვიღაც კაცი მორბის ბენზინის ბიდონით, აი იმ პერიოდს გიყვები რა შუქი, წყალი და ბენზინი რო არ იყო, ცოტა გადმომისხით ცეცხლს ვერ ვანთებო, პილოტმა რა გადმოგისხა სოხუმში მიმყავს ხალხიო.. ისევ შევალთ აფხაზეთში, ოღონთ ომით..არა ისეც კი შეილება შესცვლა მარა, ომით წაგვართვეს და ომითვე უნდა დავიბრუნოთ, მაგათი სისხლი უნდა დაიღვაროს..
სუ მინდა რო არ დავლიო მარა არ გამომდის ე, ორგანიზმს უნდა რა.. ისეც კაია ესეც კაია რა ლამაზია მაია პლისეცკაია.. მარა ნუ ახლა მკვდარი იქნება უკვე..
ვიცეკვოთ მოდი.. ოპაა….
ჭაჭავაძეზე, ომის პერიოდი იყო, მე და დათო მივდიოდით, მიმინოშვილი, ტყავის კურტკა მეცვა, ვიღაც მეგრელი შეგხვდა იარაღით ტყავის კურტკა მომეციო, მე ვუთხარი მთხოვე და მოგცემ თქო , შენ წარმოიდგგინე და მთხოვა და მეც მივეცი. დათოს ვკითხე ხო შეგვეძლო მოგვეკლა მეთქი ხოდა იმანაც კიო , პროსტა კაცი იყო და გაუმარჯოსო..
ახლა კაი ხანია დათო არ მინახია, ვიჩხუბეთ, ვიჩხუბეთ რა, მაგასთან დავლიე ხოდა შე ყლეო თქო ვუთხარი, ხოდა ვიგორავეთ კიბეებზე მაგრა. ხო ისე ყლეოო მტერს რო უთხრა მოგკლავს და ახლობელს რა დაემართებოდა..
მამაშენის ქონება გაანიავეო , სუ მაგაზე მეღადავებიან , საჭირო იყო, მჭირდებოდა და მოვიხმარე, მშიოდა და ხო არ მოვკვდებოდი. აი აფხაზეთში , რომ ვყოფილიყავი ხო არც მეშიებოდა და არ მეწყურებოდა.
აუ იცი როგორ განსხვავდება გაგრა და ბიჭვინთა ერთმანეთისგან?! ერთგან მთებია ნაპირზე, მეორეგან კიდე სახლები, არა სახლები იმ ერთგანაც არის მარა მთები უფრო ბევრია რა.. კაი წყალია , მოგეწონება შესვლა და ბანაობა , იურმალას კი არ გავს..
92ში აფხაზეთში , რომ ჩავედი სუ ყველაფერი ფერადად მეჩვენებოდა მარა იმ მეგრელებმა და რუსებმა რა უქნეს ეხა სუ შავ–თეთრია. არა, კი მინდა რო დავბრუნდეთ , ჩვენია მარა რუსების დანახვა არ მინდა იქ, ეგენი უნდა მოკვდნენ…
გენიოსი იყო ბაბუაჩემი , პირველად იარაღი რო დამაჭრინა, ხო გამოვადექი ჩემ სამშობლოს.
ე არ მინდა ამ სასმლის გადაგდება , არ მჭირდება და იმიტომ, აი რო მინდოდეს ხო გადავაგდებდი, ახლა გავალ და ერთ ჭიქას კიდევ გადავკრავ, იქ ასწორებს გასვლა ლობიანს მაჭმევენ ხოლმე, თან ისე უფულოდ, თორე აბა მე ფული საიდან მაქვს..
ჩემი სიძე მეუბნება, შენ ოღონდ სასმელს დაანებე თავიო და ტელევიზორს ჩამოგიტანო, შუქს გამოგიყვანო, რადიოც მაქვსო შენთვისო, მარა რაში მჭირდება… სახლში მე არ ვარ და ..

ავტობუსსში მოსმენილი ამბავი მოგიყევით , რაღაც ფაქტები შეცდომით არის ნახსენები თვითონ ავტორის მიერ, მაგალითად ის, რომ რიგა ესტონეთშია, მაგრამ არაფერი შევცვალე სპეციალურად , რაც ითქვა ის ჩავიწერე, მინდოდა ზუსტად გადმომეცა ის ემოცია და ენერგეტიკა რასაც ის ადამანი ატარებდა.. არ იყო მთლად ნორმლაური, ბოდიში ამ გამოხატულებისთვის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. არც ის ვიცი რამდენად დაეჯერება ამ მონაყოლს და რამდენად მართალია ის რაც აფხაზეთზე ითქვა, მაგრამ თვითონ მთხრობელი იყო ძალიან საინტერესო, მანერით და ამბითაც.
მგონია, ომის დროს, აფხაზეთში ნამსახურები კაცი იყო, რომელმაც ვერ გადაიტანა სტრესი და სასმელს მიეძალა, მონაყოლიდანაც შეატყობთ, რომ ამბიდან ამბავზე ხტება და რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ აფხაზეთს ახსენებს, თითქოს ძალიან ღრმად აქვს ჩაბეჭდილი და ვერ ივიწყებს იმ ამბავს რაც წლების წინ გადახდა..
საინტერესო იქნება თქვენი აზრი ჩემთვის ამ მამაკაცზე და საერთოდაც , ვფიქრობ საინტერესო რესპოდენტი იქნებოდა..

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s