ერთი პატარა ამბავი ჩემზე…

close-up_cityscapes_rain_water_drops_macro_window_panes_desktop_2560x1600_hd-wallpaper-1695476წერა დამავიწყდა..
უბრალოდ მეზარება ხოლმე საკუთარი ნააზრევის გადმოცემა.. მაინც არავინ კითხულობს და ჩემი თავისთვის კიდევ არ ვწერ..
ალბატ იკითხავთ , ეს პოსტი აბა რა არის , თუ არა ნაწერი სხვისთვის..
არა, ახლა ვწერ იმიტომ , რომ ეს შეგრძნება და ფიქრები არ დამავიწყდეს ..
ბავშვობა..
ეს ის პერიოდია, როდესაც ყოველი განცდილი წამი მძაფრად გახსენდება აწ უკვე დიდობაში..
ჩემი ამ დროინდელი სამყოფელი, ისევ სამსახურია.. უბრალოდ, როდესაც საქმეს აკეთებ , ისეთ საქმეს , რომელსაც ბევრი ფიქრი და კრეატიულობა არ სჭირდება, ფიქრს იწყებ ისეთ რაღაცებზე , როგორიც სხვა დროს არ გახსენდება…
გარემოც ხელს მიწყობს საქმე ვაკეთო და თან სხვა რამეზე ვიფიქრო..
სიჩუმე, ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, ფანჯრიდან შემომავალი შუქი და ფანჯარაზე აღბეჭდილი წვიმის წვეთები.
ამ ისტორიას რასაც მე დავწერ  არაფერი უცნაური არ აქვს, იმის გარდა , რომ წესით ეს ადამიანი არ უნდა გამხსენებოდა.. ახლა, ამ წამს, ამ მომენტში და საერთოდაც ..
9 წლის წინ ფასანაურში ვისვენებდი.. 12 წლისა თუ ვიქენბოდი ..
სოფლის გოგო ბიჭების შეკრებაზე აქტიურად ჩართული და გათქვეფილი გახლდით.. წრეში ბურთი , ლახტი, დახუჭობანა, დაჭერობანა და სხვა უამრავი თამაში მონაცვლეობით გადადი-გადმოდიაოდა ერთმანეთში, ხან მე ვაგებდი და ხან სხვები, თუმცა ერთი ბიჭი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.. ეს 14 წლის ვალა იყო, სოფლის ყეყეჩი , თვალის ჩინი და სიამაყე. არც თვალით და არც ტან-ფეხით გამოირჩეოდა სხვა ბიჭი-ბუჭებისგან, მეტიც მათზე ბევრად შეუხედავი იყო, თუმცა ამ ბიჭს ჰქონდა , რაღაც ისეთი რასაც წარმატება მოჰქონდა.
გოგოები მის დანახვაზე ჩუმდებოდნენ და მის გაჯგიმულ მიხვრა – მოხვრას თვალს აყოლებდნენ . საუბრობდნენ გაუთავებლად მის საგმირო საქმეებზე, ყოველ დღე მონდომებით ყვებოდნენ ერთი და იგივე ისტორიებს. მათთვის მთავარი არა ისტორიის შინაარსი, არამედ პერსონაჟი – ვალა იყო.
12 წლის ვიყავი და დიდად ბიჭების განხილვის არაფერი გამეგებოდა, თევზაობა და ხეზე ძრომიალი უფრო მხიბლავდა, მაგრამ ვერაფერს ვიზავდი პარტნიორი არ მყავდა და იძულებული ვიყავი ვალაზე გადარეული გოგებისთივს მეყურებინა. დასაწყისში რამდენიმე დღე გავუძელი და შემდეგ, როცა შევატყვე, რომ ერთი და იგივე ამბავი თხრობით და შემდეგ უკვე ზეპირად, წერტილ მძიმის გამოუტოვებლად ვიცოდი გადავწყვიტე დამეტოვებინა აღფრთოვანებული გოგოები და არაგვის ნაპირებზე, გამესეირნა.
მთვარიანი ღამე იყო და ყველაფერი ნათლად ჩანდა, არაგვის პირას ხიდის იქით , ხესთან ჩამოვჯექი და მთვარის ყურება დავიწყე. მდინარის და ღამის ხმა ერთმანეთში გადადიოდა. უცბათ თვალებზე ხელების შეხება ვიგრძენი, შეშინებული მოვტრიალდი და ჩემთვის უკვე კარგად ცნობილი ვალა დავინახე. მიღიმოდა და სიგარეტს ეწეოდა.
– რა გინდა ამ შუა ღამეს აქ?
– ვსეირნობ !
პასუხი კონკრეტული და საკმაოდ უკმეხი გამომივიდა
– მერე არ იცი, რომ საშიშია მარტო ღამით სეირნობა ?
– შენნაირები თუ ყავთ სოფელში, კი
ბიჭი შეიჭმუხნა, აშკარად ეტყობოდა , რომ იშვიათად უწევდა მსგავსი კომენტარების მოსმენა. საუბრის გაგრძელება არ დაგვცალდა, ხიდის იქით ჩემი მეგობარი ნიშანს მაძელვდა – წამოდი დედაშენი გეძებსო.
დილა ისე გათენდა , რომ ღამის ამბავი არც მახსოვდა ან რა უნდა გამხსენებოდა ?! დედაჩემმა ბავშვები დასალევი წყლის მოსატანად გაგვიშვა. ჩვენს მეზობელს ჭა ჰქონდა და ბოთლების ბრიგინ ბრიგინით იქით გავეშურეთ. ეზოში შესვლისას აივანზე, შორტის ამარა ვალერი გადმომდგარიყო და სიგარეტს აბოლებდა.
´´ის´´ მეზობელი ვალა აღმოშნდა.
დღეები სწრაფად გადიოდა. ვალასთან ჩემი ურთიერთობის სიხშირე , კი უფრო და უფრო მატულობდა. ახლა თამაშების გარდა საღამოობით არაგვის ნაპირზე ვსეირნობდით, სულელურ თემებზე ვსაუბრობდით და ღამის და არაგვის ხმაურს ჩვენი სიცილის ხმას ვმატებდით .
უკვე სოფელი საუბრობდა ვალას სიყვარულზე, მაგრამ მე ვითომ ვერ ვხვდებოდი და ვითომ არ მესმოდა. გამოუცდელობის გამო, მოწონებას და მეგობრობას ერთმანეთში ვურევდი და მას, როგორც ყველა დანარჩენ ბიჭს ისე ვუყურებდი.
ბოლო ღამე ფასანაურში და ბოლო ღამის მოციონი იყო ვალასთან ერთად. მოწყენილი ჩანდა და თითქმის არ საუბრობდა, შევეცადე საუბარი დამეწყო:
– რამე გაწყენინე?
პასუხი ჟესტებით მივიღე.
– აბა რა გჭირს?
– რავი , დღეს უბრალოდ, დავიღალე.
– ხვალ თბილისში მივდივარ ..
– ვიცი..
– მომენანტრა თბილისი, ძაან მაგარია , ახლა რო ჩავალ მალევე სკოლა დამეწყება.
ჩემთვის მივერეკებოდი , ათას სისულელეს ვყვებოდი, პატარა ვიყავი და მის ემოციებს ვერ ვამჩნევდი, დიდადაც არ მაინტერესებდა.
გასეირნება ჩვეულზე უფრო მალე დავასრულეთ, დაღლილობა მოიმიზეზა და სახლამდე მიმაცილა. შემპირდა ხვალ აუცილებლად გნახავო. ჩავეხუტე და სახლში შემოვბრუნდი, გაკვირვებული იდგა და მიყურებდა, ეტყობოდა , ასეთ ქცევას ჩემგან არ მოელოდა.
წასვლის დღეს ეზოში ერთი ამბავი ხდებოდა , ვცდილობდით მთელი ბარგი მანქანაში შეგვეტენა ვალა კი არსად ჩანდა.
მეზობლის გოგოსთან მივედი და ვალერის ამბავი ვკითხე, პასუხი გამაოგნებელი იყო:
– დაანებე მაგ ბიჭს თავი, შენი შესაფერი არ არის , ქალაქელი ხარ , წახვალ თბილისში და დატოვებ იმას აქ, გულმოკლულს. ვიცნობ შენნარიებს მე , მხოლდო საკუთარ თავზე რომ ფიქრობენ.
ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე, აზრს ვერ ვიკრებდი, მხოლოდ მოკითხვა დავაბარე .
მანქნაში ჩავსხედით და გამოვემგზავრეთ.
ვალა აღარ მინახავს. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც იმ გოგოს სიტყვები ამიხდა. რამდენიმე წლის უკან , ფასანაურში ვის სახლშიც ვისვენებდით, სტუმრად იყო ჩვენთან და სულ შემთხვევით ვალას ამბავი მოყვა, ამერიკაში წავიდა და იქ ცხოვრობსო.
რა მოხდა ჩემს თავში და რატომ გამახსენდა ახალ ეს ამბავი არ ვიცი, მხოლოდ ერთს ვხვდები, რომ ეს ჩემი პრიველი სიყვარული იყო და აწი რომ მკითხავენ ჩემს პირველ სიყვარულზე აუცილებლად მოვუყვები ერთი ყეყეჩი ბიჭის ამბავს, რომელიც ოდესღაც , თურმე ძალიან მიყვარდა ….

პ.ს. საინტერესო იქნება ახლა მისი ნახვა და მისი ამბის მოსმენა.
თუმცა , რა თქმა უნდა ჩემ ჩვეულ ტაქტიკას გამოვიყენებ და არაფის გაგებას და გამოძიებას არ დავიწყებ , მიუხედავად იმისა, რომ რელაური შანსი მაქვს გავიგო მასზე ყველაფერი.

მგონია , რომ ადამიანებმა ხშირად ისე უნდა დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის .. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად გამართლებულია..

Advertisements

3 Comments

Filed under Uncategorized

3 responses to “ერთი პატარა ამბავი ჩემზე…

  1. მერე შენც ადექი და გაიგე ყველაფერი, საინტერესო პერსონაჟი გიპოვია ლიდერის თვისებებით, საინტერესოა ხოლმე ეგეთი ადამიანების ამბები, სულ ერთხელ ცხოვრობ და მიდექიმოდექი.. უბრალოდ გაიგე, თუნდაც იმიტო რო სხვა დროს რამის გაგება რო გენდოემბა აღარ დაგატორმუზებინოს მაგ კომპლექსმა

  2. ლილ

    რა უცნაურია.. :) მე კი ისე მიყვარს ბავშვობის ამბებს მოძიება და პოვნა და ამოქექვა. არა მარტო ბავშვობის. მე მაპოვნინ რა :დ და მოგიყვები მერე, ან არ მოგიყვები :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s