Oktoberfest-München 20 12


რა უბედურებაა დილის 6ის ანხევარზე გაღვიძება.. გარეთ ყინავს.. ლოგინიდან ძლივს ავჩლაჩუნდი და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე..
ნახევარ საათში უკვე სადგურში ვიყავი , ქართველებს და მექსიკელს ველოდებოდი…
მეგონა დამაგვიანდებოდა და როგორც ყოველთვის ხდება ყველაზე ადრე მე მივედი, მიუხედავად იმისა , რომ დათქმულ დროს გადავაცილე..
ორი გადაჯდომოა და Münchenის მთავარ სადგურში , პირდაღებული : ´´აუ შეხედე´´ ´´აუ ნახეს ძახილით´´ აღფრთოვანებას გამოვხატავდით..

სადაგური უჩვეულოთ ჭრელი და ხალხმრავალი იყო.. ჰაერში მხიარულობის, ლუდის და დადებითი ემოციების სუნი ტრიალებდა. ისე, როგორც არასდროს იგრძნობოდა , რომ ყველა გასართობად და სამხიარულოდ იყო ჩამოსული..

მთავარი ქუჩა.. Oktoberfestის უზარმაზარი პლაკატი, სადგურიდან გასვლისთანავე თვალში გხვდება.. ვუერთდებით იმ 1000ობით ხალხს , რომელიც ´´ბედენიერებისკენ´´ მიემართება.. ხმაური, აქტრაქციონების და ადამიანების ხმა, სიმღერა, სიცილი ეს ის ყველაფერია , რომელსაც ეს დღესასწაული აერთინაებს..


წელს დღესასწაულის აღნიშვნა 23 სექტემბრიდან დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდა .. სახელწოდებიდან გამომდინარე ლოგიკურად , რომ ვიმსჯელოთ დღესასწაული ოქტომბერში უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ამინდების გამო ´´შემოდგომის დღესასწაულს´´ ოქტომბრის პირველ კვირაში ასრულებენ. ღონისძიება 200 წელია უკვე რაც აღინიშნება და წლიურად ლუდების ფასები თანდათან იმატებს..ბოლო 5 წლის სტატისტიკით ჩვეულებრივი თეთრი ლუდის ფასი ასე გამოიყურება.

ნახევარ ბაკალ ლუდში უკვე ´´გატოვი´´ ვიყავი.. ხოდა გამოსვლისას ავიჩემე გინდა თუ არა ატრაქციონზე უნდა დავჯდე თქო.. ეგრეთწოდებულ ´´ამერიკულ გორკებზე´´

ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, თუ ერთი ჭკუის ადამიანები არიან და ერთი რამეს აიტეხს სხვები არ უტეხავენ და მიყვებიან , ხოდა რამდენიმე წუთში 4 გალეწილი ქართველი ატრაქციონზე ხმას ამუშავებდა :))..
ერთი კი იყო, ჩასხდომისას სანამ თავით დავეშვებოდით იქამდე კარგად გავაანალიზე და მივხვდი რა გავაკეთე : )))

ქუჩები უჩვეულოდ დანაგვიანებულია, გერმანიისთვის არა დამახასიათებლად.. იგრძნობა , რომ 6,4 მილიონმა ადამიანმა დაიპყრო მიუნხენის , მშვიდი და არისტოკრატული გარემო..

2012 წლის სტატისტიკა:
– დაახლოებით 6,4 მილიონი ადამიანი
– ფულის ავტომატთან 70 ქვეყნის ბარათი
– 6,9 მილიონი ლიტრი ლუდი
– მიუნხენის წითელმა ჯვარმა 827 18-30 წლამდე ადამიანს გამოუყო ღამის გასათევი.
– 24 ალკოჰოლით მოწამვლის ფაქტი
– 1.369 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღების გამო
– 29 ბავშვი დაიკარგა
– 4.500 მდე ნივთი იქნა დაკარგული
° 950 – პასპორტი
° 570 – საფულე
° 480 – მობილური
° 400- გასაღები
° 300 – სათვალე
° 280 – ჩანთა
° 80 – ფოტოაპარატი
° დანარჩენი ტანსაცმლის ნაწილები ( კაპიუშონი, ელვა.. ) ქოლგები, კოსმეტიკა
– 409 ტელე, რადიო და ბეჭდვითმა მედიამ , მთელი მსოფლიოს მაშტაბით

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s