ახალი სამსახური


ახალი სამსახური:
ეს ის ადგილია, სადაც პირველი კვირა ნერვიულობით იწყება , მითუემეტს თუ უცხო ქვეყანაში და უცხო გარემოშია..
სამუშაო ადგილი:
ფანჯარასთან… უფრო სწორად ფანჯრის წინ .. თუ მზეა ან კიდევ უარესი თუ ღრუბლიანი ამინდია ჩემი თვალები გინებაზე გადადიდან. იკითხავთ ჟალუზს რატომ არ წევსო? ჰაჰ .. რას მიქვიან.. გერმანელები რის გერმანელები არიან , ენერგიის დახარჯვაზე და გარემოზე რომ არ იზრუნონ და ჟალუზის არ ჩამოწევა მაგით რომ არ გაამართლონ… ყვავილებს მზე სჭირდებათო .. ( ორი ცოცხი ბუჩქი დგას რაფაზე.. ჩვენთან სარეველა ბალახებს რო ვეძახით აი ეგენი :)
თაანმშრომლები… ზოოპარკში მგონია თავი.. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ეს ეს ოფისი.
მყავს აქლემი .. რომელიც ისე იფურთხება სამი მეტრის რადიუსში თუ არ დადექი უეჭველი დაგბანს
მყავს პატრა გოჭუნია, სულ ჭამს.. ჩანთაში ჯიბეებში , მაგიდაზე ყველგან საჭმელი ულაგია.. დერეფანში , რომ გაივლის ჯიბიდან სენდვიჩს დააძრობს ხოლმე და ყბაში იტენის
ძაღლი მყავს, რომელიც სულ ჩხუბობს , ყველაფერზე .. თან კიდევ ეგეთი ტონი აქვს და უბრალოდ ლაპრაკის დროსაც ისე ღნავის გული შეგიწუხდება.
პატარა ჭრელი კაკადუ, ჩაცმულობითაც მაგრა გავს.. იასამნიშფერი პერანგით და ჭრელი ჰალსტუხხით .. კაცი, რომელიც მუდამ საუბრობს.. ტელეფონზე, კლიენტებთან , თანამშრომლებთან , საკუთარ თავთან..
კიდევ ერთი გაპურწნულ, ხუჭუჭთმიანი თმიანი ქალბატონი მყავს, რომელიც თითქმის არ იღიმის და დაბნეულად, ინტერესით კისერს წაიგრძელებს ხოლმე , კომპიუტერიდან თავს ამოყოფს სათვალეს გაისწორებს და ისეთ შეკითხვას დასვამს , რომ ყველა თანამშრომელი გაკვირვებით უყურებს ეგ ხო უკვე ვთქვითო..
უფროსი მყავს ყველაზე ჩქარა მოლაპრაკე მეგრელს ან გურულს ისე გადაუჟოკრავს არც კი დაიღლება
პირველ დღეს რომ მოვედი დიდი სიამაყით განმიცხადა – მთელ 400 კაცში ყველაზე ჩქარა მოლაპრაკე მე ვარ და თუ რამეს ვერ გაიგებ აუცილებლად მითხარიო
არ იკითხავთ ჩემ გვარს როგორ წარმოთქვამენ? თავი ჩინელი სტუდენტი მგონია.. ´´დაციააა´´ ´´ნიჰაუს´´ ინტონაციით ან ´´ნინძააა´´ რაღაც მაგდაგვარად.. სახელი კიდევ ისე უკვირთ რომ გაკვირვებულები ხელებს ატრიალებენ
საბოლოო ჯამში კი , ძალიან კარგი ხალხია.. ნუ კარგი ხალხი გერმანელის პირობაზე .. ის გოჭუნამ ჟელიბონი( აქაური ჰარიბო) მიწილადა და წარმომიდგენია მისთვის რამხელა დანაკარგი, განცდა და მსხვერპლის გაღება იქნებოდა
გწერდით სამუშაო ადგილიდან.. თვალებში მზე მიჭვრიტინებს და გუდაურის სათვალეს ხომ არ გამომიგზავნიდით წესიერად ვერ ვხედავ ასოებს : ))

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “ახალი სამსახური

  1. dato

    ეჰ რას უძლებ :( გერმანელებს ჩემმა მტერმა გაუგოს :D რა დრო იყოს მეორეს მსოფლიო ომი?! ბაბუაჩემი მიყვდებოდა ბერლინი აღების გმირულ ამბებს. რა იცოდა, რომ ის დანგრეული გერმანია მის სამშობლოს და ასევე მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირს ისევ ჩახდიდა ყველაფერში :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s