ალმა მატერი =>>> DHBW =>>> . . .


ამ პროგრამის შესახებ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტში გავიგე ( ალმა მატერელი ვარ მე ), მარტი იყო . ბატონმა შოთა მურღულიამ შეგვატყობინა, რომ ბატონი საკოვსკი ჩამოდიოდა, რომელსაც ბავშვები უნდა აერჩია DHBW-ში წამოსაყვანად. გასაუბრებისთვის მე მზად ვიყავი, გერმანულის ცოდნის პროებლმა არ მქონდა, რადგან 12 წელი სკოლაში ვსწავლობდი გერმანულ ენას და წამოსვლის მოტივიც საკმაოდ სერიოზული იყო, წამოსლვა საკუთარი მომავლისთვის მინდოდა. ახლა მხოლოდ ბედზე და ბატონ საკოვსკისზე ვიყავი დამოკიდებული. გასაუბრების დღეც დადგა, მე და ჩემი ჯგუფელი თორნიკე მაისურაძე ( რომელიც ახლა ჩემთან ერთად იმყოფება ჰეიდენჰაიმში) პირველები დაგვიბარეს, ისე ვნერვიულობდი, რომ გასაუბრებაზე რაც ვთქვი, გამოსვლის შემდეგ არ ამხსოვდა.
პასუხი ორ თვეში იყო, ის ორი თვე საუკუნედ მეჩვენებოდა, ბოლოს მაისში შემატყობინეს , რომ გერმანიაში მოვდიოდი და 8 ივნისს დანიშნულების ადგიალს უნდა ვყოფილიყავი. მალევე მოწვევები ჩამოვიდა ქალბატონი ლანგესგან საქართველოში გერმანიის საკონსულოში წარსადგენი და აქედან დაიწყო ყველაზე საშინელი ნაწილი ჩემი ცხოვრების ამ ეტაპისთვის. საკონსულოში ერთი ძალიან დიდი სპექტაკლი დაიდგა, ქალბატონ ლანგეს მოუწია 3 მოწვევის გამოგზავნა გერმანიიდან , საქართველოდან ბატონი შოთა გზავნიდა მეილებს ქალბატონ ილგთან და ბატონი კლაუსთან. ყველაფერი საოცრად იწელებოდა, უკვე 15 ივნისი იყო და სწავლა უკვე დაწყებული იყო, საკონსულო კი ისევ აჭიანურებდა ვიზის მოცემას. საბედნიეროდ , საბოლოოდ ბატონი კლაუსის, ბატონი შოთას, ქალბატონი ლანგეს და ქაბლატობი ილგის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა და მე და თოკო გერმანიაში წამოვედით და უკვე აქ ვარ თითქმის სამი თვეა..
არასდროს დამავიწყდება პრიველი ფეხის შემოდგმა ჰაიდენჰაიმში .. 18 ივნისს საღამოს 6 საათზე ჩემი და თორნიკეს მატარებელი მოადგა მესამე პლათფორმას . პირველი შეხედვით ქალაქი იყო: ლამაზი, პატარა და მშვიდი. ქალბატონ ლანგეს შევხვდით და ჩვენი სახლისკენ გავემართეთ. გზად უნივერსტეტი დაგვანახა, ლამაზი და დახვეწილი შენობა საინტერესო ბაღით.
ორშაბათიდან ყველაფერი იწყებოდა, იწყებოდა ჩემი ცხოვრების ძალიან ლამაზი და კარგი პედიოდი ჰაიდენჰაიმში.
აი გათენდა ორშაბათი დღეც და ქალბატონმა ლანგემ წაგვიყვანა უნიში. DHBW შიგნიდან უფრო ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა, ყველაფერი თეთრ ფერში და ძალიან სუფთად გამოიყურებოდა. შესვლისთანავე ჩემი ყურადღება მოძრავმა დაფამ მიიპყრო. ( თქვენ ის დაფა არ გეგონოთ ცარცით ან მარკერით რომ წერენ :D მატრიქსის დაფაა რომელიც მოძრაობაზე რეაგირებს )
მეხუთე სართულზე ასვლის შემდეგ ( იქ სადაც ლექციები უნდა ჩაგვტარებოდა ვაჭრობაში ) ქალბატონმა ლანგემ ჩვენინ თავი ბავშვებს და ლექტორს წარუდგინა. ასევე სთხოვა , რომ ჩვენთივს ყურადღება მოექციათ.
ლექციის დაწყების შემდეგ მივხვდი რომ დიდად არ განსხვავდებოდა ალმა მატერში ჩატარებული ლექციები აქ ჩატარებული ლექციებისგან, ლექტორი ძალიან მომეწონა, ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ ეტყობოდა რომ გამოცდილი უნდა ყოფილიყო, ჩვენთვის ძალიან გასაგები და მარტივი ენით ხსნიდა ლექციას. . . ასე გადიოდა დღეები .. ერთად ერთი ჩემ გაკვირვებას ის იწვევდა რომ ლექციებზე მოსწავლეები სვამდნენ და ჭამდნენ, ამასგარდა სასწავლო პროცესიდან ისინი მაშინ დგებოდნენ და გადიოდნენ როცა მოუნდებოდათ. საქართველოში ყველაფერ მსგავსზე ნებართვა უნდა აიღო ლექტორისგან
ზოგადათ გერმანელები ძალიან განსხვავდებიან ქართველებისგან , ჩვენთან საქართველოში ჯგუფელები ერთმანეთთან უფრო მეგობრულად არიან ვიდრე აქ, უფრო ხშირად დადიან ერთად გასართობად, აქ კიდევ ძალიან იშვიათად, რომ ერთად სადმე წავიდნენ . არ ვიცი ასე რატომ ხდება მაგრამ რაც აქ ჩამოვედი ვგრძნობ რომ ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდი. ერთად ერთი რაც არ მოწმოსნ ეგ არის, და კდიევ ის რომ ჩემი ახლობლები ძალინ მენატრებიან , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგად არის.
უნივერსტეტის პრეზიდენტი ძალიან თბილი და კარგი კაცია, ქართველებს ძალიან თბილად შეგვხვდა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის რომ შესაძლებლობა მოგვცა აქ გვესწავლა.
მინდა რამდენიმე რჩევა მივცე საქართველოში მყოფ სტუდენტებს: იყავით უფრო მონდომებულები, რადგან თქვენც შეძლოთ სასწავლებლად DHBW-ში წამოსვლა, იყავით უფრო ყურადღებით და შეეცადეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოდ. არ დაგეზაროთ სწავლა და გამოცდებისთვის მეცადინეობა, მშობლიურ ენაზე საგნების მეცადინეობა დამიჯერეთ უფრო ბერვად მარტივია ვიდრე უცხოენაზე : D ( მშობლიურ ენაზე მაიცნ არ გაქვს რაღაც სათარგმნი )
ასევე მინდა რამდენიმე რჩევა მივცე ჰეიდენჰეიმში ჩამოსულ სტუდენტებს: იარეთ ლექციებზე აუცილებლად, არ გააცდინოთ, არ დაგავიწყდეთ რომ
საკუთარი თავის უკან მხოლოდ თქვენ და თქვენი ოჯახი არ დგას, უკან ალმა მატერია, უნივერსტეტი რომელმაც ყვეაფერი გააკეთა თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად, იმეცადინეთ იმ დღესვე როდესაც დავალებას მოგცემენ , თორემ შემდეგ დაგავიწყდებათ და არდადეგებზე რომ მოინდომებთ რაიმე მეცადინეობას უფრო გაგიჭირდებათ ახსნილის გახსენება ( თუ არ იმეცადინებთ თვალი მაინც გადაავლეთ და თარგმეთ მაინც რომ ცოტა აზრზე იყოთ მოცემული ლექციის ) . იარეთ უქმეებზე სხვადასხვა ქალქებში, შაბათ კვირას სახლში ჯდომა არ გამოგადგებათ.. იყავით მოწესრიგებულები და კომუნიკაბელურები, თუ თქვენ მოიქცევით კარგათ, აუციებლად გააკეთებს თქვენი უნივერსტეტი ყველაფერს რომ თავი კარგად იგრძნოთ..
გისურვებთ წარმატებებს და კარგი დროის გატარებას…

Advertisements

3 Comments

Filed under Uncategorized

3 responses to “ალმა მატერი =>>> DHBW =>>> . . .

  1. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მართლა მაგარია ასეთი შანსი რომ გეძლევა ცხოვრებაში.
    ძალიან მოხარული ვიქნები თუ მიპასუხებ ამ შეკითხვაზე: მე წელს ვაბარებ მაგისტრატურაში და რამდენად მირჩევდი ალმა მატერს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s