Time to Say Goodbye


არ ვიცი რატომ, თუმცა მაინც მინდა რომ ეს პოსტი დავწერო.. ეს დღეებია დებილურ ხასიათზე ვარ .. არც ის ვიცი რატომ და არც ის ვიცი რატომ არა.. სულ მძინავს და ყველაფერი მეზარება.. არ ვიცი რაზე ვწერო.. უბრალოდ მინდა რომ ვწერო.. ჩემს ცხოვრებაში მე მგონი ყველაფერი შეიცვალა.. ყველაფერი იმდენად რამდენადაც ახლა უკვე აღარაფერი ბრუნავს.. ახლა უკვე აღარ მგონია რომ: ”დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო”
ამ პოსტის წერის დროს , რატომღაც მიჩნდება გრძნობა რომ ყელში ვიღაც მკოცნის და მეღიტინება.. ბნელა ჩემთან .. თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ ცივ ჰაერს არსაიდანღაც.. თითქოს თავიდან ნელა მივდივარ და მერე უცბათ სინათლის სისწრაფით მივექანები.. საით მივდივარ მე თვითონ არ ვიცი.. თეთრი, თხელი სიფრიფანა კაბა მაცვია და სადაც გავჩერდი ძალიან წვიმს.. სიბნელეა.. თითოს კედლებში სიარული შემიძლია .. ზემოთ ავიხედე და უცბათ საიდანღაც საათის წიკწიკის ხმა გავიგე… ვიწრო ქუჩის ბოლოს საათი ღამის 4:30 აჩვენებს…. ცივა და ისევ წვიმს.. უთუოდ შემოდგომაა, ყვითელი , სველი ფოთლები ძირს ყრია და მე ისევ ფეხშველი, თხელი კაბით ვდგავარ… აშკარად მცივა.. თუმცა რატომ ჩავიცვი ასე თხლად მე თვითონაც არ ვიცი.. ზემოთ ვიხედები ისევ, მხოლოდ ერთგან ანთია სინათლე.. ის იქ არის … თვალებს ვხუჭავ.. წინ ვიწევი და მასთან ვჩნდები ოთახში.. ვერ მხედავს.. რას დამინახავს.. ჰაჰა.. ჩამეღიმა.. მე ხომ თითქმის არ ვარსებობ.. კომპიუტერთან ზის.. რაღცას ეძებს .. აუ ისევ თხილამურები.. უკვე აღარც მეღიმება.. მინდა რომ ვაგრძნობინო რომ მასთან ვარ.. მაგრამ როგორ… თვალებს ისევ ვხუჭავ.. ყურთან ვიწევი და სულს ვუბერავ..
უცბათ ყველაფერი ტრიალებს .. თმა მეწეწება და წვიმაში, ჰაერში დავფრინავ… უცბათ ისევ ტრიალებს და თვალებს ვახელ და კოშმრა დასიზმრებულივით ლოგინიდან ვხტები.. ისევ ვერ მოვასწარი მისთვის ყველაფერი მეთქვა… ვერ მოვასწარი ვერც სიზმარში.. მეთვა ის რასაც ვფიქრობ და რასაც ვგრძნობ.. ვწუხვარ..

Advertisements

4 Comments

Filed under Uncategorized

4 responses to “Time to Say Goodbye

  1. მომწონს,ესე გააგრძელე:))))

  2. იკოოოო, რა ძალიან კარგი პოსტია და რა კარგად წერ. <3

  3. nia

    raRac Zaan mgrdznobiarea

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s