დაბრუნებული…


4 აგვისტო…. დილის 6 საათი.. თბილისი-ბათუმის მატარებელი მეორე პლათფორმას მიადგა და მეცამეტე ვაგონიდან იკომ თავი გადმოყო.. ჯერ არ გათენებულა.. თუმცა ვაგონთან ბევრი ხალხი ირევა.. ზოგი ტაქსისტია ზოგიც ბინის გამქირავებელი…
მზე არ ამოსულა თუმცა უკვე ჩახუთულობაა.. ჰაერი არ იძვრის.. 6.30 მე უკვე წყალშივარ… ისეთი თბილი და სუფთაა რომ ყველაფერი ჩანს თუმცა ნახევრად მძინავს..
მშვენიერი 14 დღე გავატარე შეიძლება ითქვას.. თუმცა ისეთ კარგ მდგომარეობაში დაგიბრუნდით რომ ჩემი თაის მე თვითონ მშურს.. ორი ყურის ანთება მაქვს , ანგინა და ცხვირის ძგიდე მაქვს გაღუნული.. საბოლოოდ გამოდის რომ ერთი კარგი მექანიკოს, სანტექნიკოს შემდუღებელი მჭირდება
როგორც მოგეხსენებათ მოპარულს მაინც სულ სხვა გემო აქვსო და მოპარული სიმინდებით დანაყრებული ახალგაზრდობაც უფრო კმაყოფილია.. არასდროს დამავიწყდება ბალახებისგან დასერილი ფეხების სიმწვავე და დილის 5 საათზე სანაპიროზე მობუზული, ჭყლინტისოდენა კოცონთან მიფიცხებული ახალგაზრდობა არ დამავიწყდება ბოსლის სუნი და დილით ჩუსტების სროლა.. ახალჩაძინებულზე ყურთან მამლის ყივილი რომ გაღვიძებს და უკვე გინებსი თავიც რომ აღარ გაქვს.. . არც სახლში წუწაობა დამავიწყდება .. მოწუწული კედლებით და საშხაპეში ტანსაცმლიანად შეყრილი ჯოგი ჰო კიდევ არც ის დამავიწყდება ოფლში ამოწურული, გაწუწული ,ცეკვისგან დაქანცული სხეული და ლოგინამდე ძლივს მიფოფხება და მერე დილით თავზე დადგობა და ქვაბის ყურში კაკუნი, ”ადექი ზღვაზე წავიდეთს” ძახილით.. მოკლედ შეიძლება ითქვას მშვენიერი დასვენება გამომივიდა ყურის ტკივილს თუ გამოვაკლებთ..

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s