გვძარცვავენ!!


ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდები საქართველოში უხარისხო მომსახურებით უკმაყოფილო ადამიანებს…
მე დიდი ხანია მათ რიცხვს მივეკუთვნები. ნეტავ, გვეღირსება როდესმე ნორმალური მომსახურების მიღება?
სადაც არ უნდა შეხვიდე, მომსახურე პერსონალი იბღვირება, ყველაფერი უხარისხოა. ხოლო თუ სადმე ნორმალური სიტუაციაა, იწვის იქაურობა, ისეთი ფასებია…
ოფიციანტი რო გეჩხუბება, ხშირად ნუ მეძახი, ყავას ვსვამო!!! (???)
ან ტანსაცმლის მაღაზიაში რამეს რომ იკითხავ და “მანდ თაროზე დევს და მოძებნეო” რომ გეტყვიან…
ტრანსპორტზე აღარაფერს ვამბობ. იმას უკვე შევეჩვიეთ, მოსიარულე კუბოებით რომ დავყავართ, ახლა ნინო ჩხეიძის (უკეთეს შემთხვევაში) ჰანგების სმენაც გვიწევს.
ეს ყველაფერი კიდევ ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც დღეს დამემართა: 3 ივლისს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო: ჩემი პირველი პლასტიკური ბარათი გავაკეთე საქართველოს ბანკში.
მართალია ანგარიშზე თანხა არ მქონდა, მაგრამ მაინც მიხაროდა…
მამაჩემს ტვინი წავუღე, ჩამირიცხე, ჩამირიცხე-მეთქი. ვეღარ გამიძლო და ჩამირიცხა…
გუშინ წინ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ წამოხვალ ბანკომატიდან ერთ 10 ლარი გამოიტანე და (რაღაცეები ჩამომითვალა) წამოიღეო. ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს TBC ბანკის ბანკომატია. მივედი და გამოვიტანე 20 ლარი.
შევიძინე ყველაფერი, რაც დედამ დამაბარა და უდარდელად ავედი სახლში.
დღეს კიდევ დამჭირდა ფული და ახლა უკვე საქართველოს ბანკისკენ გავემართე ბანკომატთან შესაჭიდებლად.
თანხის გამოთანამდე “ნაშთის შემოწმებას” დავაჭირე (ნეტა არ მექნა). და რას ვხედავ?!!! 5 ლარით ნაკლები მაქვს, ვიდრე უნდა მქონდეს… მოვედი სახლში და დედაჩემს ვკითხე, შენ ხომ არ აიღე ფული მეთქი?!
არა, რაში დამჭირდებოდაო, იუარა…
თურმე TBC ბანკი მინიმუმ 3$ საკომისიოს იღებს სხვა ბანკების ბარათებიდან…
20 ლარზე 5ლარი საკომისიო!! 25%
ეს ძარცვა არაა?
ბაბი.

Advertisements

8 Comments

Filed under Uncategorized

8 responses to “გვძარცვავენ!!

  1. 123

    visac gvkidia ra vqnat? da saertod ar gezarebat amdeni yleobis wera? :))))

  2. ვისაც გკიდიათ ბოლომდე დაიკიდეთ და კომენტარებსაც ნუ აკეთებთ. :)

  3. 123

    exla eg rom dawere kai bichi xar?

    gogos blogze egeti sityvebs rom wer gixaria?

    vashaa axali sityva gaswavles?

    LooooooooL

    tu rame ar mogewona chem postshi nomeri datove

  4. oridu ra dgeshi xar : )))

    da saertodac ra dgeshi xart

    daikidet ra :X:X
    (c) iko

  5. daikarge aqedaaan :D:D

  6. komisia

    25% აშკარად ბევრია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s