
თხოვნა: სანამ დაიწყებთ, ჩართეთ ეს სიმღერა და ისე დაიწყეთ კითხვა…
http://www.youtube.com/watch?v=_N9rH2x5KUw&NR=1
მადლობა…..
მე ვარ ალბათ გიჟი და გადარეული და ყველაფერს ან ზედმეტად შევიგრძნობ, ანდაც ზედმეტად ვუგულებელყოფ.. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მინდა ჩემს წერის მანერაზე და იდეაზე მოგითხროთ.. საკმაოდ იშვიათად ვწერ როგორც შეატყვეთ ( ან ვერ შეატყვეთ, რა ვიცი , მოკლედ მენდეთ სიტყვაზე ) არ მიყვარს .. ”პ”რტყელ-”პ”რტყელი ფრაზები და ყველასთვის უკვე ცნობილი სიტუაციები.. მაგრამ მე მაინც ვწერ იმაზე რასაც ვგრძნობ და ვსუნთქავ.. ვწერ მათთვის და მათზე ვინც მიყვარს და ვისაც მინდა რაიმე გავაგებინო..
ბევრი მეუბნება რომ კარგად ვწერ.. მეუბნებიან რომ ადვილად გასაგებია და სულის პატარა კუნჭულამდე ჩამწვდენი გრძნობების გამოხატულებები მაქვს.. იმასაც ბევრი ამბობს რომ უფრო ბევრი უნდა ვწერო, მაგრამ არასდროს უთქვამს ეს ყველაფერი იმას ვისგანაც ყოველთვის ველოდებოდი ამას, ვინც ჩემი სტიმული და ქარიშხალია, არ უთქვამს იმიტომ კი არა რომ ცივია.. არა უბრალოდ ის უკვე დიდი ხანია რაც გარდაიცვალა.. წავიდა ჩემგან და ძალიან მარტივად.. ზუსტად ისე .. როოგრც ჩემს ცხოვრებას შეეფერბა..
მე კი ისევ ვწერ.. ვწერ იმ იმედით რომ ოდესმე წაიკითხავს ის სადღაც ამას… ალბათ მოლოდინი უფრო კარგია.. იმედი სტიმულს გაძლევს წაიწიო მიზნამდე… ხოლო, როდესაც უბედური ხარ მით უფრო მეტის წერა გინდა.. გინდა უყვირო იმ ასოებს და სიტყვებს რომელსაც ნელა, ჩუმი ნაბიჯით მიუყვები… გეღიმება ჩუმად, შენთვის მაგრამ მაინც გეღიმება.. ფიქრობ ცხოვრებაზე და იმაზე თუ რა უცბათ გადის დღეები და შემდეგ წლები… თითო დღე უკან გადადგმული ნაბიჯია, ნაბიჯი რომელსაც ვეღარ დააბრუნებ.. მე არ ვიცი როდის, მაგრამ ვიცი ვისთვის და ვისზე ვწერ კარგად .. არც ის ვიცი თუ მოსოწონს ვინმეს გულწრფელად ჩემი ნააზრები, მე ის ვიცი რომ ეს მთლიანად ჩემია, ჩემი სულის ნაწილი და პატარა ნაკვეტი, რომელიც ჩემშია და რომელიც მე ვარ..
გამარჯობათ ეს მე ვარ, ადამიანი ნაცნობი, მაგრამ მაინც უცხო პლანეტიდან…
ჩუმი ჩაცინება..
Filed under Uncategorized

გამარჯობა, მე მომეწონა პოსტი :)
თუმცა 1 კითხვა მაქვს: რატომ მხვდება შენი ბლოგი მუდმივად შემომავალ ლინკებში? :D არადა, აშკარად არსად დაგილინკივარ :D
verafersr getyvi me tvitonac ar vici… : ))))